მთავარისიახლეები"პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული...

“პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით” -მიხეილ სააკაშვილი

Published on

“პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ახლა მთავარია ერთობა. რას ნიშნავს ჩემთვის ერთობა – ეს არის ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ერთობა ძირითადი პრინციპების გარშემო, ხოლო რომელთა ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი სამოქალაქო საზოგადოებას უნდა მიენიჭოს.

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით. არჩევნებში ოცნების დამარცხების შემდეგ უნდა დამტკიცდეს წინასწარ შეთანხმებული მთავრობის შემადგენლობა, რომელშიც შევლენ მაქსიმალურად აპოლიტიზირებული, საზოგადოებისთვის ცნობილი სპეციალისტები და ეს მთავრობა უნდა გაუძღვეს გარდამავალ პერიოდს.

ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე ახალგაზრდობა, სამოქალაქო სექტორი, პარტიები, ჩვენ ყველანი ერთად, წინასწარ უნდა შევთანხმდეთ. ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურორის კანდიდატებზე.

ყველაფერი სრული გამჭვირვალობის პირობებში უნდა მოხდეს, რათა გამოირიცხოს ხალხის ზურგს უკან ნებისმიერი გარიგება და ოლიგარქს არ მივცეთ საშუალება ხელი აფათუროს პოლიტიკურ პროცესებში. ამისთვის სასურველია, რომ როცა ამის დრო დადგება, ძირითადი კანდიდატურები დიდი შეკრების წინაშე შეირჩნენ.

ეს არის ჩემეული ვერსია, ჩვენ გახსნილები ვართ ნებისმიერი სხვა ვარიანტისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ერთობას.

საბოლოო ჯამში, ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...

კალაძე ანტიკორუფციულ ბიუროზე-ეს იყო გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო

ივანიშვილის მერის, კახა კალაძის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო იყო. „ეს იყო გარედან...