მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოცნებამ" შესაძლოა ფილმები ცენზურას დაუქვემდებაროს

“ოცნებამ” შესაძლოა ფილმები ცენზურას დაუქვემდებაროს

Published on

დაექვემდებარება თუ არა ფილმები ცენზურას – 22 აპრილს, ქუთაისში, ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის დროს, დარბაზიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ იკითხა ამ ცვლილებებით რა ბედი ელის ფილმებს:

“დღეს ვერ ნახავ ვერც ევროპულ ფილმს ვერც ჰოლივუდის ფილმს, სადღაც თუნდაც გაელვებით არ იყოს, მე მგონი ეს უკვე დავალება თუ არა, აუცილებელია, გაელვებითაც არ იყოს ამ თემაზე საუბარი […] ეს ნიშნავს რომ ფილმები უნდა აიკრძალოს?! ჩათვალეთ, რომ ვერანაირ ევროპულ ფილმს და ვერანაირ ჰოლივუდის ფილმს ჩვენ ვერ ვნახავთ, ეს არ იქნება მთლად მარტივი საკითხი”.

“ოცნებას” ზუსტი პასუხი არ აქვს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პასუხად თქვა, რომ ფილმები ვერ აიკრძალება და რომ “შემფასებელი იქნება შესაბამისი სამსახური”, მას არ დაუკონკრეტებია რომელი – შემდეგ კი, თუ ვინმე არ დაეთანხმება, საკითხი სასამართლოს გზით შეიძლება გადაწყდეს.

“იქნება დავუშვათ, ტელევიზიით კონკრეტული ნაწარმოები გაშვებული, ეს ნაწარმოები ემსახურება თუ არა პროპაგანდას ტელევიზიით კონკრეტული ნაწარმოები გაშვებული. აი ეს ნაწარმოები ემსახურება თუ არა პროპაგანდას, ეს იქნება შესაფასებელი. როგორ უნდა მოხდეს შემდგომ ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით, შესაბამისი გაფრთხილება უნდა იყოს ფილმის დასაწყისში, შესაბამისი მომენტი უნდა დაიბლაროს, უნდა ამოჭრას, თუ როგორ უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ფილმის აკრძალვა ესე ვერ მოხდება. ყველაფერს სჭირდება შეფასება. შემფასებელი იქნება შესაბამისი სამსახური, თუ ვინმე არ ეთანხმება ამას, რა თქმა უნდა, ექნება სასამართლოს გზით თავისი უფლების დაცვის ეფექტიანი მექანიზმი. ესე მუშაობს ყველაფერი ხომ სახელმწიფოში, მთავარია, რომ ვინმე არ დაიჩაგროს, თუმცა, ისიც არ მოხდეს, რომ ვინმემ თავისი უფლების დაცვის ინტერესით პროპაგანდირება გაუწიოს კონკრეტულ საკითხს. ამიტომ, ეს სივრცეები იქნება, კაზუისტური სიტუაციებიც იქნება, თუმცა, ამ საკითხს დაარეგულირებენ შესაბამისი სამსახურები და შესაბამისი კანონმდებლობა”, – თქვა ოხანაშვილმა.

მსახიობი ეკა დემეტრაძე “მთავართან” ამბობს, რომ თუ ფილმებზე ცენზურა დაწესდება, კატასტროფა იქნება და ნიშნავს, რომ ხელისუფლება ცდილობს მისი ძალაუფლება ყველა სფეროზე გაავრცელოს.

“ვერაფრით ვერ ვენდობით მათ სასამართლოს, შეუძლიათ გაასაჩივრონ, გამოასაჩივრონ, ეს ყველაფერი არის უბრალო სიტყვები, რომლისაც არავის არ სჯერა ამ ქვეყანაში, ალბათ, თვითონაც არ სჯერათ, და თვითონაც იციან რა როგორ და რანაირად კეთდება, როცა ეს მათ სჭირდებათ”

რეჟისორი გიორგი თავართქილაძე ამბობს, რომ უსამართლო სასამართლოს პირობებში შეუძლებელია ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა არსებობდეს.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...