მთავარისიახლეებიმიღების შემთხვევაში, დავტოვებ პარტიას და თანამდებობას - ოცნების წევრი თელავის საკრებულოში რუსულ...

მიღების შემთხვევაში, დავტოვებ პარტიას და თანამდებობას – ოცნების წევრი თელავის საკრებულოში რუსულ კანონზე

Published on

“ქართული ოცნების” წევრი, თელავის საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერძენაშვილი რუსულ კანონის წინააღმდეგ განცხადებას აკეთებს და პარლამენტს სთხოვს უკან გაიწვიოს ის. მისი თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში ის პარტიასა და თანამდებობას დატოვებს. დეპუტატმა განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

“ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას. ვინაიდან, თეთრი სახლი, ევროკავშირი მოგვიწოდებს […] ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა, დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, დაკარგავთ კანდიდატის სტატუსს, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება. ამიტომ მე ცალსახად ვემიჯნები ამას და უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ეს კანონი გაითხოვოს უკან და თქვენ წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ პარტია “ქართულ ოცნებას”, დავტოვებ ფრაქცია “ქართულ ოცნებას” და დავტოვებ თანამდებობას”, – ამბობს cnews-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში დეპუტატი.

“მთავარმა არხმა” ბერძნიშვილის ჰკითხა არა პასუხი მიიღო ამ განცხადების შემდეგ პარტიის წევრებისგან, საკრებულოს თავმჯდომარისგან:

“ოპოზიციამ მიიღო დადებითად, პოზიციიდან იყო დუმილი. [ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება სამსახურის ფასად დაგიჯდეთ?] მე მზად ვარ ამისთვის, არა უშავს, მე რა მოხდა, ჩვენი შვილების მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის”.

სიახლეები

“გერმანიას ჯამში 13 პირი ჰყავს სანქცირებული” – პეტერ პიშერი

როცა ჩამოვედი საქართველოში პრემიერმა მითხრა, რომ თქვენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები ხართ, ბევრმა იგივე მითხრა,...

დოიაშვილის გათავისუფლება შემოქმედებითი თავისუფლების ცენზურაა-საია

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება ქართული...

გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოში ეტლით მიიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადგილიდან...

განათლების სამინისტრო, სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის, სწავლების შეტანას აპირებს

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ზოგადი განათლების ახალი...