მთავარისიახლეები"არ გვეშინია მუქარის და გავაგრძელებთ პროტესტს" - ახალგაზრდების პასუხი შსს-ს

“არ გვეშინია მუქარის და გავაგრძელებთ პროტესტს” – ახალგაზრდების პასუხი შსს-ს

Published on

“არ გვეშინია მუქარის და გავაგრძელებთ პროტესტს” – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდები, რომლებიც ყოველ საღამოს, 19 საათიდან რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისკენ მსვლელობით რუსულ კანონს აპროტესტებენ.

დღეს შსს-მ გაავრცელა მუქარისშემცველი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობა შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არსებობს, შესაბამისად, თუ ისინი გააგრძელებენ “ხელოვნურად” მოძრაობის შეფერხებას, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ შსს-ს მუქარის არ ეშინიათ და პროტესტს გააგრძელებენ, მათ შორის, დღესაც შეიკრიბებიან საღამოს 7 საათიდან.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...