მთავარისიახლეებისაქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა რუსული აგენტების კანონი...ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ხდება...

საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა რუსული აგენტების კანონი…ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ხდება კრემლის მარიონეტი -იუკნევიჩიენე

Published on

მე მაქვს იმედი, რომ უახლოეს მომავალში მაინც ვნახავთ საქართველოს წარმომადგენლებს ევროპარლამენტში – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში მიმდინარე პრესკონფერენციაზე, სადაც მთავარი თემა “ქართული ოცნების” რუსული კანონია.

ევროპარლამენტარს სამი გზავნილი აქვს:

პირველი – საქართველოსთვის და ქართველებისთვის: საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა რუსული აგენტების კანონი, თუ საქართველოს უნდა შეუერთდეს ევროკავშირს. ეს დაეხმარება ქვეყანას რომ თავი დააღწიოს კრემლის აგენტებს და არა მოგონილ აგენტებს. მე მხარს ვუჭერ საქართველოს მოსახლეობის პროტესტს კანონის წინააღმდეგ.

მეორე გზავნილი მაქვს ოპოზიციის და საქართველოს მოსახლეობისთვის – თქვენ უნდა გააერთიანოთ ძალისხმევა, არ მინდა რამდე გასწავლოთ, რაც თქვენც იცით, მაგრამ ნამდვილად ეგზისტენციალური დროა ახლა რეგიონისთვის, ქვეყნისთვის და ყველა ჩვენთვის. არავის არ უყვარს საქართველო უფრო მეტად, ვიდრე ქართველებსა

და მესამე- ზოგადი გზავნილი: ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დროს კრემლი გახდა ძალიან აქტიური, მაგრამ კრემლი ფიქრობს, რომ ერთი და იგივე გზავნილები ისმის არამხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილისგან, ყოფილი პრემიერმინისტრისგან რომელმაც ბოლო დროს განაცხადა, რომ საქართველო არაა მზად გახდეს ევროკავშირის წევრი, ესაა შოკისმომგვრელი ამბავი და ღია გზავნილია საქართველოს მთავრობისგან და ზუსტად ცოტა სხვა სიტყვებით გვესმის იგივე მოლდოვის ოპოზიციისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე პოლიტიკას ატარებს კრემლი ყირგიზეთში, უნდათ მსგავსი კანონს დანერგვა. ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ხდება კრემლის მარიონეტი და ამას უკვე გამოხატავენ ღიად. ჩვენ ასევე ვხედავთ, კრემლი როგორ იქცევა ევროპარლამენტის არჩევნების წინ და იგივე გზავნილები ზოგჯერ ევროპაშიც გვესმის. ამიტომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ კრიტერიუმები, რას ნიშნავს პრორუსული პოლიტიკა” თქვა ევროპარლამენტარმა.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...