მთავარისიახლეებიმივმართავთ ყველა პარტნიორს ევროკავშირში და ამერიკაში, ჩვენ გვერდით დადგნენ ევროპული ფასეულობების დასაცავად...

მივმართავთ ყველა პარტნიორს ევროკავშირში და ამერიკაში, ჩვენ გვერდით დადგნენ ევროპული ფასეულობების დასაცავად – ნიკა გვარამია

Published on

ამ წუთებში სტრასბურგში, პარტია “ახალის” თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია ევროპარლამენტარებთან ერთად ბრიფინგს მართავს. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე საუბრობენ.

ნიკა გვარამიამ მოუწოდა პარტნიორებს ევროკავშირში და ამერიკაში, დადგნენ ქართველი ხახლის გვერდით ევროპული ფასეულობების დასაცავად.

სინქრონული თარგმანი:

“ჩვენ შემოგვთავაზეს საკანონმდებლო ცვლილებები და სამწუხაროდ ეს ცვლილებები ასახავს ან იმეორებს რუსული კანონმდებლობის მიმართულებას, რომელიც საფრთხეს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია ორგანიზაციებს. ახლა შემოიტანეს ახალი კანონი, რომელსაც მე ვუწოდებ რუსული კანონი 2 და ეს არის მცდელობა შემოიტანონ რუსული კაპიტალი საქართველოში, რომელიც ასევე უქმნის საქართველოს საშიშროებას. ძალიან აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, და ასეთი ანტიდემოკრატიული ზომების საწინააღმდეგოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დაიკავონ მტკიცე პოზიცია. ჩვენ მივმართავთ ევროპარლამენტის წევრებსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს, რომ სწორი პოზიცია დაიკავონ ამ კანონების მიმართ […]

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების პროცესი იყოს გამართული, უნდა ხაზი გავუსვათ, რომ ამ კონის მიღებით განეიტრალდებიან დამკვირვებლები ამ პროცესზე და რასაკვირველია არჩევნების შედეგები დაკარგავს ლეგიტიმურობას.

საქართველოს მთავრობის ქმედება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენ ევროპულ მომავალს, არამედ თვით საქართველოს და მის საზოგადოებას, ჩვენ მივმართავთ ჩვენ ყველა პარტნიორს ევროკავშირში და ამერიკაში, რათა ჩვენ გვერდით დადგნენ ევროპული ფასეულობების დასაცავად. ახლა როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ქართველები, ყველა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლები გამოვიდნენ ქუჩაში, რათა დაიცვან ჩვენი ფასეულობები, ესენი არიან მამაცი ახალგაზრდა ლიდერები. საქართველოს პროდასავლური პარტიები გაერთიანდა, საქართველოს საზოგადოება გაერთიანდა, მედია გაერთიანდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო. […] რაც დღეს ხდება საქართველოში არის ის, რომ ახალი თაობა ჩვენ გვერდით არის, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ ახალგაზრდა თაობის გვერდით, ისინი წაიყვანენ ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ ქვეყანას წინ და მათ სჭირდებათ ევროპა, მათ სჭირდება დემოკრატია და ჩვენ ქართველები, არც თუ ისე ახალგაზრდები, ვართ გაერთიანებული ამ მიზნის გარშემო და ჩვენ ვეხმარებით მათ, რომ საქართველოს ჰქონდეს უკეთესი მომავალი, ჩვენ არ გვჭირდება რუსეთი, ეს არ არის ჩვენი მომავალი, ახალგაზრდები არიან ძალიან დასავლურად განწყობილები… ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს, ჩვენ მე ვგულისხმობ პროდასავლურ პარტიებს, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ევროკავშირის წევრობას, ჩვენი ახალგაზრდობა ამას მოითხოვს, ჩვენ არ გვაქვს უფლება გავუცრუოთ მათ იმედი”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა

ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით,ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში, დადიანის ქუჩაზე მოხდა,როცა მოზარდი...

ერთად შევხვდეთ აღდგომის დღესასწაულს! ზუგდიდში აღდგომის ღამეს მორიგი აქცია გაიმართება

ჩვენ უკვე ვიქეცით ერთმანეთის ოჯახის წევრებად, ერთმანეთის ლხინისა და ჭირის გამზიარებლებად. არავინ არის იმაზე...

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება | სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება, ცივილიზებული სამყარო პასუხს ელოდება, -...

ქართველ ხალხზე ისეთი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე “დიფ სთეითის” პოლიტიკაზე უარის თქმა” – სუბარი

ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელი სოზარ სუბარი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას...