დეპუტატ გოჩა ენუქიძის ცოლი: გელოდებით რუსთაველზე!

0
54

რუსული კანონის წინააღმდეგ „ქართული ოცნების” წევრის, გოჩა ენუქიძის ცოლი გამოდის. გოჩა ენუქიძე ერთ-ერთია იმ 83 დეპუტატიდან, რომელმაც 17 აპრილს რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.

ენუქიძის ცოლი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის რუსული კანონის წინააღმდეგაა და ყველას რუსთაველზე ელოდება.

არა რუსულ კანონს!
ყველაფერ რუსულს!
შვილებს უნდათ ევროპა!
ვიბრძოლებთ მათთვის და მათთან.
გელით რუსთაველზე! – წერს დეა მელაძე.

დეა მელაძემ დამატებით განმარტება გააკეთა და დაწერა, რომ გოჩა ენუქიძესთან განქორწინებულია.

#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ ზარზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა, მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი, შესაბამისად განსჯის საგანიც ვერ იქნება,”- წერს მელაძე.

წინა სტატიაგრიგორიადისის საქმის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
შემდეგი სტატიაძალა არის რობოკოპების რაოდენობაში -მანჯგალაძე გომელაურს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური