მთავარისიახლეებისაზოგადოებაკანონპროექტი არის ტესტი, ირჩევს საქართველო ევროპას თუ რუსეთთან დაახლოებას-Reuters

კანონპროექტი არის ტესტი, ირჩევს საქართველო ევროპას თუ რუსეთთან დაახლოებას-Reuters

Published on

საქართველოში გავითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავლენიანი გამოცემა Reuters სტატიას აქვეყნებს. გავლენიანი გამოცმა წერს, რომ “უცხოური აგენტების” შესახებ კანონი”, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” პირველი მოსმენით დაამტკიცა, საფრტხეს უქმნის საქართელოს ევროკავშირში გაწევრიანებას და უკვე მესამე დღეა მასშტაბური აქციების მიზეზი ხდება.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება-არმიღების საკითხი საქართველოსთვის არის ტესტი, რომელიც ცხადყოფს, რომელ კურსს ირჩევს ქვეყანა – ევროპულ მომავალს თუ რუსეთთან დაახლოებას. სტატიაშ ასევე ნათქვამია, რომ კრიტიკოსები კანონპროექტს ადარებენ კანონს, რომელიც რუსეთმა გამოიყენა განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

კანონპროექტის 10 000-მდე მოწინააღმდეგე შეიკრიბა პარლამენტის წინ, ისხდნენ მანქანებისა და შენობების თავზე – ერთი დღის შემდეგ პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი, რათა მომიტინგეები გაეყვანა შენობის ნაწილიდან. რამდენიმე ათასი მომიტინგე გადავიდა მთავრობის შენობასთან, რომელსაც მკაცრად იცავდა პოლიცია, რათა მოეთხოვათ შეხვედრა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან, კანონპროექტის მთავარ მხარდამჭერთან”, – წერს Reuters-ი.

Reuters-ი ასევე წერს, რომ დარბევების და დაკავებების მიუხედავად, ომიტინგეები მომდევნო დღეს აქციაზე უშიშრად გამოჩნდნენ. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს კრემლის პრესსპიკერის, პესკოვის კომენტარზეც, რომელიც იცავს კანონპროექტს და ამბობს, რომ ეს “ნორმალური პრაქტიკაა”.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...