მთავარისიახლეებისაზოგადოებაგენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს ვეტო დაადო – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საკითხი პარლამენტში მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნდა, რომელიც განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე გავა.

“გვაქვს მომართვა, ვეტო, რომელიც შეეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებას გენდერულ კვოტების საკითხთან დაკავშირებით, შემოვიდა ვეტო, რომელსაც გადავცემთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და შესაბამისად განიხილავს კომიტეტი შემდეგ პლენარული სხდომაზე”, თქვა პაპუაშვილმა. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც:

“როგორც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, იგი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან.

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა.” აცხადებს ადმინისტრაცია.

პარლამენტმა სავალდებულო გენდერული კვოტები 4 აპრილს გააუქმა.

გენდერული კვოტების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი “გირჩი” იყო და პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით, 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

განხილვის დროს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...