მთავარისიახლეებისაზოგადოებაLBS-ის კურსდამთავრებულები და სტუდენტები მოუწოდებენ მთავრობას არ მიიღონ რუსული კანონი

LBS-ის კურსდამთავრებულები და სტუდენტები მოუწოდებენ მთავრობას არ მიიღონ რუსული კანონი

Published on

ლონდონის ბიზნეს სკოლის (London Business School) კურსდამთავრებულები და სტუდენტები პარლამენტში ინიცირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და პარლამენტს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნულ კანონპროექტზე. განცხადებას BM.GE ავრცელებს.

იხილეთ სრულად:

ლონდონის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა უმრავლესობა (წინააღმდეგი არავინაა) ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.

ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. საქართველოს აქვს გაცხადებული ევროატლანტიკური კურსი, ევროპული ღირებულებები აღიარებულია საქართველოს უზენაესი კანონით, კონსტიტუციით, და ამავდროულად წარმოდგენილ კანონპროექტს გმობს და აკრიტიკებს ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნები, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოება, ევროკავშირი და აშშ. გასულ წელს საქართველოს საზოგადოების მასშტაბური პროტესტის გამო მმართველმა პარტიამ ეს კანონპროექტი გაიწვია, თითქოს სამუდამოდ. თუმცა, კვლავ მოახდინა მისი ხელმეორედ წარდგენა პარლამენტში.

ქართული საზოგადოებისა და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიერ დაგმობილი კანონპროექტის კვლავ ინიცირება მოკლებულია ჯანსაღ ლოგიკას. ყველა ცივილური ქვეყნის საელჩო თუ წარმომადგენლობა მოგვიწოდებს ამ კანონპროექტის არმიღებისკენ. მიუხედავად საზოგადოების აღშფოთებისა, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა, საქართველოს პარლამენტი აგრძელებს ე.წ. “რუსულ” კანონზე მსჯელობას რაც გუშინ მასზე იურიდიული კომიტეტის მხარდაჭერით გამოიხატა. ეს მიუღებელია.

წარმოდგენილი “რუსული” კანონის მიღების აუცილებლობა ან მიზანი არ არის სათანადოდ დასაბუთებული. “გამჭვირვალობის” მოტივის დასახელება ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი კანონის მისაღებად სრულიად დაუშვებელია, იმ ფონზე, რომ უცხოური გრანტის მიმღები ორგანიზაციების გამჭვირვალობა ისედაც უზრუნველყოფილია.

ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. სამწუხაროდ, შთაბეჭდილება იქმნება, რომ “რუსული” კანონის ინიცირებით ხელისუფლება ცდილობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია განზრახ შეაფერხოს.

ლონდონის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები და სტუდენტები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე”.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...