მთავარისიახლეები"მზად ვართ, ჩავერთოთ პრემიერმინისტრის მიერ შეთავაზებულ საჯარო დისკუსიაშიც" - პაპუაშვილი

“მზად ვართ, ჩავერთოთ პრემიერმინისტრის მიერ [ელჩებისთვის] შეთავაზებულ საჯარო დისკუსიაშიც” – პაპუაშვილი

Published on

“მზად ვართ, ჩავერთოთ პრემიერ-მინისტრის მიერ [ელჩებისთვის] შეთავაზებულ საჯარო დისკუსიაშიც”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და კობახიძის მიერ, ელჩებთან დებატების შესახებ, გუშინ გამოთქმულ ინიციატივას ეხმაურება.

საჯაროობა დემოკრატიის საფუძველია. შესაბამისად, მივესალმები პარტნიორი ქვეყნების ელჩებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით.

დიპლომატიური საქმიანობისთვის უცნაური მოვლენაა, როდესაც უცხოელი დიპლომატები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დებატების უშუალო მონაწილედ მიიჩნევენ თავს. როგორც წესი, ასეთ დროს გარე მონაწილეებისთვის შეუძლებელია ხოლმე ცხარე პოლიტიკურ კამათში ობიექტური შეფასებების შენარჩუნება, რაც აჩენს რეპუტაციული ზიანის რისკებს. ჩვენ ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით მსგავს საკითხებს და მაქსიმალურად ვცდილობდით სამუშაო ფორმატებში აზრთა ურთიერთგაცვლას.

თუმცა, პოლიტიკურ პროცესებში დიპლომატების აქტიურობის გამო, მზად ვართ, ჩავერთოთ პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ საჯარო დისკუსიაშიც, რათა კიდევ ერთხელ საზოგადოებას ამომწურავი პასუხი გაეცეს ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ამ კანონპროექტის გარშემო არსებობს. მზად ვართ, პრემიერთან ერთად, მოვისმინოთ დასაბუთებული არგუმენტები ჩვენი მეგობრების მხრიდან, რაც თავისთავად დიდად წაადგება კანონშემოქმედებით პროცესს.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის საკითხებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა გაიმართება გამჭვირვალედ, ინკლუზიურად და არგუმენტირებულად, – წერს პაპუაშვილი.

სიახლეები

ჩალას ვინ ჩივის, განავალით გადახურეს ეს ქვეყანა – საბა ბრაჭველი

რუსტაველის გამზირზე სისხლისსამართლებრივი ხულიგნობის მუხლით დააკავეს თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც პოლიციის მანქანის სახურავზე ავიდა. ამასთან...

ღარიბაშვილმა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა – სუს

გამოძიება მომდევნო დღეების განმავლობაში არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების,...

რუსთაველზე უკვე 20-ზე მეტი ადამიანია დაკავებული – პოლიცია აგრესიულია

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20-მდე ადამიანი ადმინისტრაციული წესით, ხოლო ქალი, რომელიც პოლიციელის მანქანაზე ავიდა,...

არ ვაღიარებ არალეგიტიმური პარლამენტის კანონებს – ირაკლი წულაიას სიტყვა სასამართლოზე

საქალაქო სასამართლოში ირაკლი წულაიას პროცესი მიმდინარეობს. წამყვანმა, რომელსაც რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან, ცოტა...