მთავრობა დასავლეთის დაფინანსებით 5.7 მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს – TI

0
56

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ამბობს, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის ქვეყნებს მტრულ სახელმწიფოებად აცხადებს, ამავე დროს, დასავლეთის დაფინანსებით 5.7 მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

TI-ის მიერ მომზადებულ სიას უცვლელად გთავაზობთ:

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტები:

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა – 472 მლნ ლარი
თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი – 196 მლნ ლარი
100-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია – 99 მლნ ლარი
ვარდნილისა და ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი – 95 მლნ ლარი
ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბო – ლაჯანური – 88 მლნ ლარი
აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – 42 მლნ ლარი
თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის 226 ავტობუსის შეძენა – 32 მლნ ლარი
ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი – 17 მლნ ლარი
თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი – 14 მლნ ლარი
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პროექტები:

რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა – 579 მლნ ლარი
ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა – 380 მლნ ლარი
ქუთაისის წყალარინების (კანალიზაცია) პროექტი – 321 მლნ ლარი
ავტობანის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა – 280 მლნ ლარი
ავტობანის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა – 135 მლნ ლარი
ავტობანის ოსიაური-რიკოთი მონაკვეთის მშენებლობა – 120 მლნ ლარი
ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია – 31 მლნ ლარი
ავტობანის უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობა – 22 მლნ ლარი
გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის მშენებლობა – 20 მლნ ლარი
ევროკავშირის პროექტები:

ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება – 270 მლნ ლარი
აჭარის სოფლების წყალმომარაგების პროგრამა – 118 მლნ ლარი
ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი – 117 მლნ ლარი
თბილისის 8 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია (E5P) – 39 მლნ ლარი
გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება – 35 მლნ ლარი
მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია (E5P) – 22 მლნ ლარი
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW, სახელმწიფო ბანკი) პროექტები:

იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – 322 მლნ ლარი
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიაცია – 158 მლნ ლარი
საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება – 150 მლნ ლარი
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება – 130 მლნ ლარი
ხელედულა-ლაჯანური-ონის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება – 123 მლნ ლარი
მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა კახეთში და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 71 მლნ ლარი
კახეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერება – 26 მლნ ლარი
მსოფლიო ბანკის (ძირითადი დონორები აშშ, ევროკავშირი, იაპონია) პროექტები:

ავტობანის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა – 230 მლნ ლარი
60-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა – 131 მლნ ლარი
ელექტროგადამცემი ხაზი ჯვარი-წყალტუბო – 61 მლნ ლარი
მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – 35 მლნ ლარი
გარდაბნის, დმანისის, თიანეთის, სიღნაღის და ადიგენის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების და გზების რეაბილიტაცია – 20 მლნ ლარი
აზიის განვითარების ბანკის (ADB, ძირითადი დონორები იაპონია და აშშ) პროექტები:

რეგიონებში საბავშვო ბაღების, სპორტული და ახალგაზდულო ცენტრების მშენებლობა -რეაბილიტაცია – 159 მლნ ლარი
ავტობანის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა – 110 მლნ ლარი
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 95 მლნ ლარი
წყალმომარაგების გაუმჯობესება გუდაურში, მარნეულში, ფოთში, მესტიაში, ზუგდიდში და სხვა მუნიციპალიტეტებში – 81 მლნ ლარი
ახალი შუქნიშნების შეძება თბილისისთვის, მეტროს იერსახის გაუმჯობესება – 80 მლნ ლარი
ქვემო სამგორის მაგისტრალური სარწყავი არხის მოდერნიზება – 52 მლნ ლარი
ავტობანის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მშენებლობა – 40 მლნ ლარი
რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა – 35 მლნ ლარი
ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა – 25 მლნ ლარი
ავტობანის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა – 18 მლნ ლარი

წინა სტატიაკანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ – ზარქუა
შემდეგი სტატიაარა რუსულ კანონს! ზუგდიდში აქცია მსვლელობა გაიმართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური