მთავარისიახლეებისაზოგადოებაკანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ - ზარქუა

კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ – ზარქუა

Published on

“ჩვენ ამ [რუსულ] კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს.

“კიდევ ერთხელ გაჟღერდა, ჩვენ ევროპელებს და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს უნდა დავეკითხოთო, თორემ ქართველ ხალხს ვინ ჰკითხავსო. ეს იყო დღეს ამ ხელმოცარულებისგან გაჟღერებული. ეს არის სახელმწიფო, ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესებს. ეს ნიშნავს, რომ ყველა დაფინანსება, რაც შემოდის მედიაში და არასამთავრობო ორგანიზაციებში, 20 პროცენტზე ზემოთ, იქნება ღია და გამჭვირვალე, როგორც არის აშშ-ში, ევროპაში, როგორც არის ცივილიზებულ სამყაროში. საქართველოს მიმართ, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არის უდიდესი ინტერესი.

თქვენ ნახეთ, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა ჩვენი ქვეყანა. ამ ქვეყანაში თავისი გავლენებით ბევრ სახელმწიფოს სურს თავისი გავლენები, როგორც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან. ეს ვერ გავაგებინეთ ამ უსამშობლოებს. ამათ მარტო ის ესმით, რომ ცალ ფეხზე უნდა იდგნენ და რასაც დაუკვეთავენ, ის აკეთონ, გამორიცხულია.

ჩვენ ამ კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ, რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა. 85 მლნ-დან 70 მლნ სად წავიდა, რაში დაიხარჯა, კაციშვილმა არ იცის. სამაგიეროდ, ვხედავთ, ექსტრემისტულ, „მოლოტოვის კოქტეილების“ დაფინანსებას, ლგბტ პროპაგანდას. არ გავუტარებთ, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყანა, ეს ქვეყანა გვიყვარს თავისი რელიგიით, კულტურით, ტრადიციით. ჩვენ ქართველები ვართ. ჩვენი ხალხის უმრავლესობა მხარს გვიჭერს და ბოლომდე გავიტანთ”, – თქვა ზარქუამ.

ამ წუთებში პარლამენტში რუსულ კანონს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...