მთავარისიახლეებისაზოგადოებალაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო შესაძლოა დღეს დატოვოს

ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო შესაძლოა დღეს დატოვოს

Published on

ლაზარე გრიგორიადისმა ციხე შესაძლოა დღეს დატოვოს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციების მონაწილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, უფლებადამცველები ათონელის რეზიდენციიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაბამისი ხელმოწერილი დოკუმენტის გადაგზავნას ელოდებიან. ამის შესახებ კი ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

“პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი შეწყალებას, თუ უკვე მოწერილი არ აქვს. მას შემდეგ შეწყალების აქტი იგზავნება პენიტენციურ დაწესებულებაში და პენიტენციური დაუყოვნებლივ ათავისუფლებს მსჯავრდებულს…ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. რა დროსაც შეგვატყობინებენ, ჩვენ აუცილებლად დავიძვრებით გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებისკენ. დასვენების დღეები, როგორც წესი, ამ შემთხვევაზე არ მოქმედებს,” – ამბობს ლაზარეს ადვოკატი, ლიკა ბითაძე.

პარალელურად, სახელისუფლებო პროპაგანდა, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, მის წინააღმდეგ ახალი ძალებით ამუშავდა. სამთავრობო-პროპაგანდისტულ არხზე გადაცემის დაწყებამდე, კადრს მიღმა, ეთერში გავიდა შალვა რამიშვილისა და გოგა ხაინდრავას დიალოგიც. ჩანაწერში რამიშვილი იმუქრება და ამბობს, რომ ლაზარე ხელისუფლებამ ისევ უნდა დაიჭიროს.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...