MONA.GE-ს სიას ლაზარეს საქმის მოსამართლე და პროკურორი დაემატა

0
83

“დროასა” და “გირჩი მეტი თავისუფლების” მიერ გაკეთებულ MONA.GE-ს სიას ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლე ზვიად შარაძე და პროკურორი თამარ იაკობიძე დაემატა.

“რუსული კანონის პროტესტის საქმეზე პროკურატურას არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ წარუდგენია, თუმცა მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე შარაძე 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ დანიშნეს. მოსამართლე ზვიად შარაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებს. სწორედ შარაძე იყო ის მოსამართლე, რომელმაც დაცვის მხარეს სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე უარი უთხრა. შარაძემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე”,- წერია პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება პროკურორს, თამარ იაკობიძეზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია”არ არსებობს ვიდეოტმკიცებლება, სადაც ლაზარე მოლოტოვის კოქტეულს ისვრის, ლაზარე ვერ ამოიცნეს ექსპერტებმა. ლაზარეს წინააღმდეგ არსებობს მხოლოდ პოლიციელების ჩვენება, რომლებსაც მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, რომ დანაშაულის მომენტში დამნაშავე დაინახეს, როცა ეს ხელისუფლებას დასჭირდა. ასევე, მათ ლაზარეს აღწერისას არ ახსენეს მთავარი მახასიათებელი – ტატუ თვალებთან, რადგან მათ ლაზარე უშუალოდ არ უნახავთ და ის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი ფოტოდან ამოიცნეს. ნათელია, რომ საქმე გაყალბებულიც კი არაა, „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ სურდა მარტის აქციების გამო ვინმეს დასჯა, ამოარჩია ლაზარე და სამაგალითოდ, 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ეს პროკურორ თამარ იაკობიძის ხელით გააკეთა. სწორედ იაკობიძე წარმოადგენდა პროკურატურის პოზიციას სასამართლოში”.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში, რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი მოსამართლე ზვიად შარაძემ დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პროცესს ლაზარე გრიგორიადისიც ესწრებოდა. მისმა ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. საქმე გასაჩივრდება ზედა ინსტანციაშიც.

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახეთ და ზომად 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 მაისს დაიწყო. დაცვის მხარე ამბობდა, რომ პროცესი განზრახ ჭიანურდებოდა. სხდომები არაერთხელ გადაიდო, მათ შორის დასკვნითი სხდომაც.

წინა სტატია“საჩვენებელი დასჯაა”- ნიკა გვარამია ლაზარეს პატიმრობაზე
შემდეგი სტატიასამეგრელოში 14 წლის მოზარდი არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური