მთავარისიახლეებისაზოგადოებასტუდენტები 15 აპრილს პარლამენტთან აქციას მსვლელობით შეუერთდებიან

სტუდენტები 15 აპრილს პარლამენტთან აქციას მსვლელობით შეუერთდებიან

Published on

ორშაბათს, 15 აპრილს, სტუდენტები პარლამენტთან ჩანიშნულ აქციას მსვლელობით შეუერთდებიან. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან 12:00 საათზე დაიწყება.

ამ დღეს პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენები იწყება. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან აქცია გაიმართება.

“ხელისუფლების ავტოკრატიული ვნებებით გაცხადებული პოლიტიკა – საქართველოს ევროპული მომავლის განეიტრალება და ქვეყნის სრული რუსეთიზაცია, ფინალურ ფაზაში შედის.

მოქალაქეების შეურაცხყოფის, მოტყუების, დამცირებისა და გადაგდების შედეგად 1 წლის თავზე ისევ უკან აბრუნებენ რუსულ კანონს, რომლის რეალური მიზანიც თავისუფალი საზოგადოების ტოტალური კონტროლი, მათი სტიგმატიზაცია და გაჩუმებაა, თავისუფალი ხმის ჩახშობა, დასავლეთის მტრულ ძალად შერაცხვა, რომელიც თითქოს საქართველოში ქვეყნისთვის საფრთხისშემცველ საქმიანობას აფინანსებს.

ცივილიზებული სამყაროსგან წამოსული არაერთი მკაცრი მოწოდების მიუხედავად, რეჟიმი შარშანდელისგან განსხვავებით, ზრახვების იმპლემენტაციით იმუქრება. ერთადერთი, ვინც ეს ქმედება ჯერ-ჯერობით შეაქო, პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვია.

ყველა საღად მოაზროვნე, თავმოყვარე და პასუხისმგებლიანი მოქალაქე იაზრებს, რომ ეს არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის უფლებაც ხელისუფალს არ უნდა მისცეს.

საქართველოს ევროპული მომავალი ის მონაპოვარია, რომლის ხელიდან გაშვებაც უპატიებელი დანაშაული იქნება ყველასთვის.

საქართველო ვერ იცხოვრებს პუტინის კანონებით! არ დავუშვებთ იმის სისრულეში მოყვანას, რაც პუტინის რუსეთში სწორედ ამგვარი კანონით დაიწყო 2012 წელს.

რეალური აგენტების ვინაობა ყველამ იცის და საზოგადოება მათ საკუთარ ადგილს მიუჩენს!

ერთი კაცის ბატონობა ამ ქვეყანაში ვერ გაფორმდება!

სწორედ ამიტომ, ისე, როგორც შარშან მარტში, ამჯერადაც (15 აპრილს) სტუდენტები ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტის ეზოში შევიკრიბებით და ერთობლივი მსვლელობით შევუერთდებით პარლამენტში საქართველოს დეევროპიზაციისა და რუსეთიზაციის კომიტეტის სხდომის პარალელურად დაანონსებულ აქციას.

სტუდენტური მსვლელობა დაიწყება 12:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან.

გელოდებით ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, რადგან ყოველთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტებში, სწორედ სტუდენტობა იყო ის ძალა, რომელიც გარდამტეხ როლს ასრულება ქვეყნის მომავლის დაცვის პროცესში!

არ დავთმობთ თავისუფლებას!

არ დავთმობთ ევროპულ მომავალს!

საქართველო არ გახდება რუსეთი!” – აცხადებენ მარშის ოგრანიზატორები.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...