მთავარისიახლეებიმოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული კანონის...

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული კანონის მიღებაზე -თსუ-ს სტუდენტები

Published on

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები და კურსდამთავრებულები რუსულ კანონთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, უარი თქვას, ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე:

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედია ორგანიზაციების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას, თუ ისინი დაფინანსების ნაწილს „უცხოური ძალისგან“ იღებენ.

გვესმის, დემოკრატიულ სახელმწიფოში თავისუფალი და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მნიშვნელობა ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში;

ვაღიარებთ, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან განუზომელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის როლი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში;

ვიზიარებთ, საერთაშორისო საზოგადოების, ასევე, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მწვავე გამოხმაურებას ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით;
გვაშფოთებს, მსგავსი კანონების სხვა ქვეყნებში სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების, საბოლოოდ კი მთლიანი საზოგადოების, ჯანსაღი გამოხატვის შეზღუდვისთვის გამოყენების ნაცადი პრაქტიკა;

მიგვაჩნია, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას, მის ფუძემდებლურ პრინციპებსა და ქართველი ხალხის ისტორიულ, ეროვნულ და ურყევ, ევროპულ არჩევანს; დაუშვებელია გამჭვირვალობის, როგორც თავისუფალი საქმიანობის შეზღუდვის ინსტრუმენტად გამოყენება.
ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები, ასევე, კურსდამთავრებულები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ და ერთადერთ არჩევნად ევრო-ატლანტიკური სივრცე მიგვაჩნია,

შევახსენებთ საქართველოს პარლამენტს, ევროკომისიის ცხრა ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისას მიეცა ქვეყანას შესასრულებლად:

პირველი რეკომენდაცია: ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა;

მეცხრე რეკომენდაცია: […] სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას, ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე და ნაცვლად მოქალაქეების სახელმწიფოსგან დაშორებისა, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ ჩართულობას მართვაში.” ნათქვამია სტუდენტების მიმართვაში.

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...