მთავარისიახლეებიძიძების ასოციაცია რუსულ კანონზე: ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვაა, თვალში ნაცრის შეყრაა

ძიძების ასოციაცია რუსულ კანონზე: ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვაა, თვალში ნაცრის შეყრაა

Published on

საქართველოს ძიძების ასოციაცია “ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს გმობს და ამბობს, რომ მათნაირი ორგანიზაციებისთვის ეს დაცინვაა. განცხადებაში განმარტებულია როგორ და რა სახსრებით მუშაობს ასოციაცია და რომ მიღებული ფინანსური დახმარება ანაცვლებს იმას, რისი გაცემაც წევრებს ამ დრომდე არ შეუძლიათ.

იხილეთ:

“ძიძების და საოჯახო მშრომელების პროფკავშირული ასოციაციის შექმნის იდეით სამი წლის წინ გავერთიანდით.

ჩვენი მიზანი იყო და არის, გვემუშავა ოჯახში დასაქმებული ქალების საერთო ინტერესებისთვის – ძიძების და დამხმარეების უკეთესი შრომითი პირობებისთვის, სოციალური უსაფრთხოებისთვის.

ორი წელი ძირითადად ენთუზიაზმით ვიმუშავეთ. პირველი კვლევა საოჯახო მშრომელებზე CTC-ის დახმარებით გავაკეთეთ. შემდეგ პირველი თანამშრომლობა მარიამ ჭანჭალეიშვილთან და ბიოლის ფონდთან გვქონდა. მარიამი დღემდე ჩვენი მეგობარი და გულშემატკივარია. შემდეგ მალევე იყო სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანადგომა.

დაახლოებით ერთი წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და პროგრესული ფორუმის მხარდაჭერით შევძელით უფასოდ ხელმისაწვდომი გაგვეხადა იურიდიული და პროფესიული დახმარება, დაგვეწყო საზოგადოებრივი კამპანია საოჯახო მშრომელების უფლებების და ღირსების დასაცავად.

ფინანსური დახმარება მივიღეთ იმისთვის, რისი კეთებაც საჭიროდ და აუცილებლობად მიგვაჩნდა და დღემდე ყველაფერი, რასაც ფულით ვაკეთებთ, მშრომელების საჭიროებებს და ინტერესებს ემსახურება.

ფინანსური დახმარების ფარგლებში ასოციაციაში ამჟამად სრულ განაკვეთზე მუშაობს ორი ადამიანი – მათი ხელფასი ძიძის საშუალო ხელფასის ტოლია. მაგრამ კიდევ 4 ადამიანი მუშაობს ენთუზიაზმით, ანაზღაურების გარეშე.

ჩვენი ტიპის პროფკავშირული ასოციაციები, ჩვეულებრივ, წევრთა საწევრო გადასახადებით ფინანსდება უცხოურ ქვეყნებში, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ეს თითქმის შეუძლებელია.

შეუძლებელია დაბალი ხელფასების, უღირსი საცხოვრებელი პირობების და უწესო საბანკო პროცენტების გამო.

კვლევა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და რომელიც საოჯახო მშრომელების შრომით პირობებს სწავლობს, აჩვენებს, რომ ძიძების და დამხმარეების უმრავლესობას არ შეუძლია, თუნდაც ხელფასის 1 პროცენტი გადაიხადოს საწევროს სახით ჩვენნაირი გაერთიანების შესანარჩუნებლად.

სწორედ ამიტომაა, რომ მიღებული ფინანსური დახმარება ანაცვლებს იმას, რისი გაცემაც ჩვენს წევრებს ამ დრომდე არ შეუძლიათ.

აგენტების კანონპროექტი – შეცვლილი სახელით – ჩვენთვის და ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვაა, თვალში ნაცრის შეყრაა, როცა ვხედავთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი შეიძლება გეწოდოს იმის გამო, რომ შენი ქვეყნის არასახალხო პოლიტიკის და ეკონომიკის პირობებში პოულობ რესურსს და შესაძლებლობას ფუნქციონირებისთვის, შრომის პირობის გაუმჯობესებისთვის, ღირსებისთვის”.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...