თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ჩვენთვის, ყველასთვის მუდმივი ვალდებულებებია -ფიშერი

0
67

საქართველოში გერმანიის ელჩმი, პეტერ ფიშერი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

“დღეს ვიხსენებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და დაზარალდნენ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის, ეს მოხდა გერმანიაში ბერლინის კედლის დანგრევამდე ნახევარი წლით ადრე. ასე რომ, თქვენ იბრძოდით დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის ისე, როგორც ჩვენ ამას გერმანიაში ვაკეთებდით. თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ჩვენთვის, ყველასთვის მუდმივი ვალდებულებებია,” – თქვა ფიშერმა.

წინა სტატიაარსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არაა – სუს-ი “ჰავანის სინდრომზე”
შემდეგი სტატიადაზარალებულები ფერმიდან გაიქცნენ, თუმცა ბრალდებულმა ძალადობით და მუქარით უკან დააბრუნა – პროკურატურა ტრეფიკინგის საქმეზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური