მთავარისიახლეებიის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს,...

ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი -პრეზიდენტი

Published on

“ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი.” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგო 35 წლის წინ, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

“დღევანდელი დღე, რაც არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ დიდი ტრაგედია დატრიალდა და ნამდვილად დიდი ტრაგედია დატრიალდა, ეს არის უზარმაზარი გამარჯვების დღე, ის დღე, როცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვერაფერი დაემუქრება საქართველოს და მის დამოუკიდებლობას. ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე საქართველოსთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ამ დღის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ ვერ დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას. ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს და ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი.” აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...