მთავარისიახლეებიSilknet-დან მონაცემების გაჟონვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

Silknet-დან მონაცემების გაჟონვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. საქმე ეხება კომპანია “სილქნეტიდან” მონაცემების გაჟონვას.

უწყების ცნობით, 2001 წელს დაბადებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, “სილქნეტის” კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა და დაეუფლა აღნიშნული კომპანიის 5 000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს. უწყება ამბობს, რომ ის არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს.

კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა.

ბრალდებული, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით დაეუფლა აღნიშნული კომპანიის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას”, – წერია განცხადებაში.

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა...

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...