მთავარისიახლეებიპრორუსული დაჯგუფების ლიდერს, ზურა მახარაძეს, ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარედგინა

პრორუსული დაჯგუფების ლიდერს, ზურა მახარაძეს, ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარედგინა

Published on

პრორუსული დაჯგუფების ლიდერს, ზურა მახარაძეს, ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარედგინა – პროკურატურამ, მასთან ერთად, ბრალდება წაუყენა კიდევ ერთ პირს, გიორგი გოგიასაც.

“მეც და გიორგი გოგიასაც წარგვედგინა ბრალი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. ინციდენტი კი გეცოდინებათ, ზუგდიდში რომ აქეთ მოგვივარდნენ ოფისთან და მანდ რაც იყო, პირდაპირ ეთერში გაქვთ ეგ კადრები ნანახი. მანდ ჩათვალა ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, რომ ჩვენ ჩავიდინეთ სისხლის სამართლის დანაშაული. აღკვეთის ღონისძიებაზე, როგორც გვითხრეს, ცალკე იმსჯელებს ზუგდიდში სასამართლო და იქ გადაწყდება მერე რას გვიპირებენ” – ამბობს მახარაძე.

საგამოძიებო უწყების ცნობით კი, შემთხვევა 23 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ მოხდა, რა დროსაც “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა”.

“მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარეგინა. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – წერს პროკურატურა.

სიახლეები

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა...

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...