მთავარისიახლეებიბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ რუსული კანონის ინიცირებით,...

ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ რუსული კანონის ინიცირებით, ოცნებამ ევროპას უთხრა არა – ზურაბიშვილი

Published on

მივმართავ საზოგადოებას, მაგრამ ამავე დროს, მინდ მივმართო ოცნებას და ოცნების წარმომადგენლებს. გილოცავთ ბატონებო, რამეთი ქალები თქვენთან აღარ ითვლება, ან თუ ითვლება, ისე მოიხსენიებთ, რომ ჯობია არ მოიხსენიო, დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის – ასე დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი.

პრეზიდენტი რუსული კანონის შემობრუნებას გამოეხმაურა და ამ გადაწყვეტილებას საბოტაჟი უწოდა:

“ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ ის შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი რუსული კანონით, ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან,რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ – რუსული კანონის ინიცირება, 31 მარტიდან 9 აპრილამდე კვირას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ, არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი მცნება – ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს ძალიან კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ, რომ დაინახოთ, არ გინდათ რომ მოისმინოთ რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულებით – დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი არასდროს დაბრუნება აქ.
ოცნებამ უკვე თავისი სახე გამოაჩინა, ერთი პერიოდი – 15 დეკემბრიდან 1 თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ეს ევროპული გადაწყვეტილება, ჩვენი დამსახურებაა და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, ოცნებამ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა – ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია.

ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს, ოცნება არის დაკავებული ამ ჩვენი გზის და მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი არის ერთადერთი სიტყვა, რაც მომაფიქრდა.
” აღნიშნა პრეზიდენტმა.

სიახლეები

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...