მთავარისიახლეებისაზოგადოებაუნგრეთში ორბანის გადადგომას ითხოვენ

უნგრეთში ორბანის გადადგომას ითხოვენ

Published on

უნგრეთში პრემიერმინისტრ ორბანის გადადგომას ითხოვენ. მთავრობის ყოფილმა წევრმა, პიტერ მაგიარმა რომელიც ახლა ხელისუფლების კრიტიკოსია, სამშაბათს გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეთქმულებას აწყობდნენ კორუფციის დასაფარად.

ქვეყანაში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური პროტესტი თებერვლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც გაირკვა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც სასჯელს იხდიდან ბავთა სახლის დირექტორის მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის დაფარვისთვის. ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირეები, მათ შორის პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი ჯუდიტ ვარგა, იძულებულნი გახდნენ თანამდებობები დაეტოვებინათ.

პიტერ მაგიარმა, რომელიც ვარგას ყოფილი ქმარია, გაავრცელა ჩანაწერი Facebook-სა და YouTube-ზე, რომელშიც, ვარგა აღწერს, თუ როგორ ცდილობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები მტკიცებულებების ამოღებას სასამართლოს ჩანაწერებიდან, რომ დაეფარათ თავიანთი როლი კორუფციულ ბიზნეს გარიგებებში.

“მათ შესთავაზეს პროკურორებს, რა უნდა წაშლილიყო” – ამბობ ვარგა ჩანაწერში.

მაგიარმა ჩანაწერი სამშაბათს პროკურატურას გადასცა, რათა მტკიცებულებად გამოეყენებინათ.

სამშაბათსვე “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და დაადანაშაულა მაგიარი ოჯახურ ძალადობაში მათი ქორწინების დროს და განაცხადა, რომ მან ეს განცხადებები იძულებით გააკეთა, მაგრამ არ უარყო, რომ ჩანაწერში ნამდვილად ის ფიგურირებს.

“მე ვთქვი ის, რისი მოსმენაც მას სურდა, რათა რაც შეიძლება მალე გავქცეულიყავი. მსგავს სიტუაციაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვას ის, რასაც არ გულისხმობს დაშინების მდგომარეობაში”, – წერს ვარგა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...