მთავარისიახლეებიპატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით გამართულმა კრებამ უკრაინაში ომი "წმინდა ომად" გამოაცხადა

პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით გამართულმა კრებამ უკრაინაში ომი “წმინდა ომად” გამოაცხადა

Published on

„მსოფლიოს რუსული სახალხო კრების“ ყრილობაზე, რომელსაც პატრიარქი კირილე ხელმძღვანელობდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი „წმინდად“ გამოაცხადეს -“სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის ახალი ეტაპი რუსი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში კრიმინალური კიევის რეჟიმისა და მის უკან მყოფი კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარეობს სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის მიწებზე 2014 წლიდან” – ნათქვამია ყრილობის მიერ მიღებულ განაწესში, რომლის ადრესატი რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებაა და რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს საიტზე გამოქვეყნდა.

რუსული ეკლესია ამტკიცებს, რომ რუსი ხალხი იარაღით ხელში “იცავს თავის სიცოცხლეს, თავისუფლებას, სახელმწიფოებრიობას, ცივილიზაციურ, რელიგიურ, ეროვნულ და კულტურულ იდენტობას, აგრეთვე უფლებას იცხოვროს საკუთარ მიწაზე ერთი რუსული სახელმწიფოს საზღვრებში”.

“სულიერი და მორალური თვალსაზრისით, სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის წმინდა ომი, რომელშიც რუსეთი და მისი ხალხი, იცავენ წმინდა რუსეთის ერთიან სულიერ სივრცეს, იცავენ სამყაროს გლობალიზმსა და სატანიზმში ჩავარდნილი დასავლეთის გამარჯვებისგან.

თანამედროვე უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ზონაში. ამ ტერიტორიაზე რუსეთისა და მისი ხალხისადმი მტრულად განწყობილი რუსოფობიური პოლიტიკური რეჟიმის, ისევე როგორც რუსეთის მიმართ მტრული გარე ცენტრიდან კონტროლირებადი პოლიტიკური რეჟიმის არსებობის შესაძლებლობა სრულიად გამორიცხული უნდა იყოს.” ნათქვამია განაწესში.

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...