მთავარისიახლეებისაფრანგეთმა ტერორისტული აქტების საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

საფრანგეთმა ტერორისტული აქტების საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

Published on

საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე “ისლამური სახელმწიფოს” მიერ პასუხისმგებლობის აღება და ის საფრთხეები რაც ქვეყნის წინაშეა.

ამ განცხადებამდე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართა მოსკოვში მომხდარის შემდეგ.

137-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა პარასკევს “კროკუს სითი ჰოლში” მომხდარი თავდასხმის შედეგად. მასზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ ხორასნის პროვინცია” (IS-K) აიღო. 4 ეჭვმიტანილს მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ისინი ტაჯიკეთიდან არიან.

საფრანგეთის გაფრთხილების სისტემას სამი დონე აქვს. “გადაუდებელი თავდასხმის” დონე აქტიურდება საფრანგეთში ან მის ფარგლებს გარეთ თავდასხმის კვალდაკვალ ან როდესაც თავდასხმის საფრთხე გარდაუვალია.

საფრთხის უმაღლესი დონის გამოცხადების დროს საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს ეძლევათ გაძლიერებული პატრულირების საშუალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა მატარებლების სადგურები, აეროპორტები, რელიგიური თავშეყრის ადგილები.

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს და ქვეყანა უკვე იყო უსაფრთხოების მაღალ დონეზე, რადგან მოსალოდნელია მილიონობით ვიზიტორის შესვლა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...