მთავარისიახლეებიმსოფლიოშეტევა ოკუპირებულ სევასტოპოლზე - განადგურებულია რუსული სადესანტო ხომალდები

შეტევა ოკუპირებულ სევასტოპოლზე – განადგურებულია რუსული სადესანტო ხომალდები

Published on

ოკუპირებულ სევასტოპოლზე მასობრივი სარაკეტო იერიშის შედეგად, განადგურებულია რუსული დიდი სადესანტო ხომალდები “Ямал” და “Азов”, ასევე საკვანძო ცენტრი საზღვაო ძალების შტაბში და რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი.

ყირიმის ნახევარკუნძულზე უკანონოდ ბაზირებულ ოკუპანტებზე შეტევას უკრაინის საჰაერო ძალების ახალი მეთაური მიკოლა ოლეშჩუკიც ადასტურებს. 

რუსული მხარის მონაცემებით კი, სევასტოპოლზე მასობრივი სარაკეტო შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. 

Storm Shadow-ს მინიმუმ სამი რაკეტა სევასტოპოლში საზღვაო ფლოტის სამმართველოს საკვანძო შტაბის ტერიტორიაზე “მიფრინდა”, – ინფორმაციას OSINT ავრცელებს და ლოკაციებსაც აქვეყნებს.

ამას გარდა, დასახლება გვარდიისკში, რომელიც ასევე ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, უკრაინელებმა დრონით, სავარაუდოდ, ნავთობბაზას დაარტყეს.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...