მთავარისიახლეებისამართალიქობულეთში კაცმა ნაცნობი დაჭრა და მიიმალა, მაგრამ დააკავეს | დაჭრილი მოგვიანებით გარდაიცვალა

ქობულეთში კაცმა ნაცნობი დაჭრა და მიიმალა, მაგრამ დააკავეს | დაჭრილი მოგვიანებით გარდაიცვალა

Published on

შსს-ს ცნობით, ქობულეთში დაკავებულია 47 წლის კაცი, რომელმაც უთანხმოების ნიადაგზე ნაცნობს ესროლა და შემთხვევის ადგილიდასნ მიმალა. ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევი იყო.

უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ქობულეთში, 1 პირი დააკავეს. 47 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, პოლიციამ ცხელ კვალზე აიყვანა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქობულეთში, ნაცნობს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ფაქტი უთანხმოების ნიადაგზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10 -დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...