მთავარისიახლეებიმსოფლიო133 დაღუპული, 153 დაშავებული - "კროკუსში" სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

133 დაღუპული, 153 დაშავებული – “კროკუსში” სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

Published on

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, “კროკუს სითი ჰოლზე” ტერორისტული თავდასხმის შედეგად 132 ადამიანი მოკლეს, 152 კი – დაშავდა. სამძებრო სამუშაოები “კროკუსის” შიდა სივრცეში დასრულებულია.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

ამ ვერსიას ემთხვევა აშშ-ის დაზვერვის მონაცემებიც, რომელთა მიხედვითაც “ისლამური სახელმწიფოს” ხორასანის ვილიაეთი რუსეთში ტერაქტს დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა.

ამას გარდა, აისისთან დაკავშირებულმა სააგენტო “ამაკმა” წუხელ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც თავად თავდამსხმელებმა “კროკუს სითი ჰოლში” გადაიღეს.

მასში ჩანს ორი თავდამსხმელი, რომელთაგან ერთი ავტომატით, მეორე კი დანითაა შეიარაღებული. ავტომატიანი ტერორისტი ესვრის შესასვლელთან შეჯგუფულ ხალხს, ამის შემდეგ კი დანიანი ტერორისტი მიდის ჯერ კიდევ ცოცხალ, დაჭრილ კაცთან და ყელთან ახლოს რამდენჯერმე ურტყამს დანას. ასევე, გამოქვეყნდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ დგას აისისის დროშის ფონზე ოთხი თავდამსხმელი.

აქედან ერთს სწორედ ის მაისური აცვია, რომელიც ეცვა თეთრ “რენოში” დაკავებულ ტერორისტს, რომელსაც დაკავებისას ძალოვნებმა ყური მოაჭრეს და, ერთ-ერთი ვერსიით, აიძულეს მისივე მოჭრილი ყური დაეღეჭა…

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...