მთავარისიახლეები"ჩემი ძმა არ გარდაცვლილა, რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს" - გინტურის პასუხი გომელაურს

“ჩემი ძმა არ გარდაცვლილა, რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს” – გინტურის პასუხი გომელაურს

Published on

თამაზ გინტურის მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ამ სასტიკ დანაშაულს ისევ ბუნდოვანი ტერმინით მოიხსენიებს და ამბობს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ქართული შეიარაღებული ძალების მაიორი უბრალოდ გარდაიცვალა.

თამაზ გინტურის ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრს პასუხობს -გინტურები შეშფოთებულები არიან ხელისუფლების უმაღლესი პირების განცხადებებით და დარწმუნებულები არიან, რომ ამ მკვლელობას ქართული ოცნების ხელისუფლება არ გამოიძიებს:

“არ აინტერესებს მთავრობას, თორემ ყველაფერი გამოძიებული იქნებოდა აქამდე. გუშინ ერგნეთში იყო 118-ე შეხვედრა, გამოვიდა სუს-ის უფროსი და თქვა, რომ ჯერ არ გვაქვს სია გინტურის მკვლელებისო. რა სია უნდა ჰქონდეთ და სია რათ უნდათ ვინ იყო იმ დღით მორიგე კირბალის ლომისაში, ვინ ჩაცხრილა ჩემი ძმა. ჩემი ძმა მოკლეს, ჩაცხრილეს და გარდაცვლილიო. გარდაცვლილი რა, ღამე გაათენა და სიცივეში გაიყინა? ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს. როგორც ვატყობ, მანამ ეს მთავრობა იქნება, გამოძიება არ იქნება, შეკრულები არიან რუსეთთან, საქართველო არის პატარა რუსეთი და დიდი რუსეთი მართავს პატარა საქართველოს. ვიცი, რომ არანაირი გამოძიება არ იქნება” ამბობს თამაზ გინტურის ძმა.

ვახტანგ გომელაურმა გუშინ, პარლამენტში, თამაზ გინტურის მკვლელობას “გარდაცვალება” უწოდა.

შეგახსენებთ, 2023 წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, მაიორი თამაზ გინტური რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს, მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

შსს-მ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს მკვლელობაში ბრალდებული.

ერგნეთში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვეული ცინიკური პოზიცია დააფიქსირა.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...