მთავარისიახლეებიარც განიხილება ეს საკითხი - კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტთან თოფურიას დაჯილდოების ცერემონიალზე...

არც განიხილება ეს საკითხი – კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტთან თოფურიას დაჯილდოების ცერემონიალზე არ მივა

Published on

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ მივლენ დღეს, ორბელიანების სასახლეში დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც პრეზიდენტი UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას ღირსების ორდენს გადასცემს. წარდგინებით სალომე ზურაბიშვილს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს, შესაბამისად, პრეზიდენტმა ისინი ღონისძიებაზე დაპატიჟა.

“ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგინების საფუძველზე, იმისთვის, რომ ილია თოფურიას ჩვენ დავუფასოთ სათანადოდ ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც მან მოიპოვა თავისი შრომით, თავისი პატრიოტიზმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ აქტის განხორციელება და სწორედ ამიტომ მე და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მივმართეთ პრეზიდენტს შესაბამისი წარდგინებით.

[მიხვალთ თუ არა მასთან] არა, ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი, ჩვენ გვქონდა ამ დღეების განმავლობაში ურთიერთობა ილია თოფურიასთან, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, დანარჩენი ჩვენი საკითხი არ არის”, – ამბობს კობახიძე.

სიახლეები

სუს-თან გარდაცვლილი პირი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელია

პროკურატურა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ნაპოვნი ცხედარი, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლს ეკუთვნის. უწყების ცნობით,...

სუს-თან ავტომობილში ცხედარი იპოვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ოპერატიულ ავტომობილში ცხედარი იპოვეს. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გავრცელებულ ფოტოში...

მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს

მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. სასულიერო პირი აცხადებს, რომ მის მიმართ გადაწყვეტილებები...

ზურაბ ჯაფარიძე – პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის

პარტიებს შორის კონსულტაციები არის, სადაც მე პირადად არ ვარ ჩართული, მაგრამ პროცესი დაძრული იყო,...