მთავარისიახლეები2023 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა ავარიების რაოდენობა და დაღუპულთა რიცხვი -გომელაური

2023 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა ავარიების რაოდენობა და დაღუპულთა რიცხვი -გომელაური

Published on

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. მან “მინისტრის საათის” ფორმატში სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც ისაუბრა.

გომელაურის თქმით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით 2%-ზე მეტით გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა, (2022 წ. – 5469, ხოლო 2023 წ.- 5594). 3%-მდეა შემცირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო,
ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი.

“2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 2%-ზე მეტით გაიზარდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა. 3%-მდეა შემცირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვიც”, – თქვა გომელაურმა.

მინისტრმა თქვა, რომ გზებზე სიჩქარის კონტროლისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად 2023 წელს 883 კამერა ჩაირთო, მათ შორის 672 ზოგადი ხედვის, ხოლო 211 ნომრის ამომცნობი, ჯამში სისტემაში 7 914 კამერაა ჩართული.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...