მთავარისიახლეებისაზოგადოებაპუტინი "ალბათ" ჩართული იყო ნავალნის სიკვდილში- ტრამპი

პუტინი “ალბათ” ჩართული იყო ნავალნის სიკვდილში- ტრამპი

Published on

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტმა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი “ალბათ” ჩართული იყო ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაში.

“არ ვიცი, მაგრამ ალბათ, ვგულისხმობ, შესაძლოა, მე შემიძლია ვთქვა, ალბათ, არ ვიცი”, – თქვა რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა Fox News-თან ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, ეკისრება თუ არა პუტინს პასუხისმგებლობა ნავალნის სიკვდილზე.

მისივე თქმით, ნავალნი ახალგაზრდა იყო და სტატისტიკურად, დიდხანს უნდა ეცოცხლა და “მოხდა რაღაც უჩვეულო”.

რუსეთმა განაცხადა, რომ ნავალნი, რომელიც მთავარი რუსი ოპოზიციონერი იყო, გარდაიცვალა 16 თებერვალს სასჯელაღსრულების კოლონიაში. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ დაადანაშაულეს რუსეთი მომხდარში, მაგრამ ტრამპი პუტინის მიმართ რბილ რიტორიკას ინარჩუნებს.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...