მოხსენით გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებს და ჩემი პროცესი ავტომატურად შეწყდება – მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტს

0
58

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი იმართება. სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს. პროცესს დისტანციურად ერთვება მიხეილ სააკაშვილი.

მან პრეზიდენტს მოუწოდა მოეხსნას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებს.

“ქალბატონო სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, ის ხშირად ამბობს, მას შემდეგ რაც ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერა ჩემ გათავისუფლებაზე, ევროპარლამენტმა მიმართა და მრავალი სახელმწიფოს ხელმძღვანელმა, ის ამბობს, რომ ეს არის მორალური საკითხი, ქალბატონო სალომე, მორალური საკითხი არ არის ასევე ის, რომ მოიხსნას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებზე, იმიტომ, რომ მე მასამართლებენ იმაზე, რასაც დღეს ყოველდღე აკეთებს მთავრობა, თქვენ გაქვთ თქვენ უფლებამოსილებაში, მოხსენით და ეს ავტომატურად შეწყვეტს ამ პროცესს. […] უკრაინის დაზვერვამ გამოაცხადა და ის ეყრდნობა დასავლურ დაზვერვებს, რომ რუსეთი არ აძლევს საშუალებას თურმე საქართველოს ხელისუფლებას ჩემი გათავისუფლების, მე მინდა ვუთხრა ყველას, არ გეხამუშებათ, რომ ამაში მონაწილეობთ?! რომ რუსეთის ტყვის შემდგომ დაკავებაში მონაწილეობთ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

წინა სტატია10 წლით პატიმრობა მიესაჯა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც 3 500 000-მდე ლარის ეკვივალენტი თანხა შემოიტანა და გაათეთრა
შემდეგი სტატიათუ ამ არჩევნებში არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა, თაობისთვის, რომელიც პირველად აძლევს ხმას, ეს შეიძლება ბოლო არჩევნები იყოს – მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური