მთავარისიახლეებიპოლიტიკამექსიკის ნარკოკარტელის სარდაფში მსხდომი ქართველები ივანიშვილის სინდისზეა - მიხეილ სააკაშვილი

მექსიკის ნარკოკარტელის სარდაფში მსხდომი ქართველები ივანიშვილის სინდისზეა – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო და სხვადასხვა თემებთან ერთად, მექსიკაში ნარკოპკარტელის წევრების მიერ დატყვევებულ ქართველებზეც ისაუბრა.  მათ დატყვევებაში მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს:

“მთავარი რაც მინდა ვთქვა, მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები, უამრავი ქართველი. ეს არის ის ხალხი, ვინც მთლიანად არის ივანიშვილის სინდისზე, ივანიშვილმა მოუწოდა მათ, დაეტოვებინათ საქართველო.

ეს არიან მამები, რომლებსაც ჰქონდათ არჩევანი, ან ეთქვათ უარი თავის ოჯახზე პრაქტიკულად, იმიტომ, რომ მრავალი წლით რომ მიდიხარ ამერიკაში შვილი და მეუღლე ვერ მიგყავს ძალიან დიდი ხანი, ეთქვათ უარი საკუთარი ბავშვის გაზრდაზე და ყოფნაზე ოჯახში, ოღონდ ამ ბავშვს, ოჯახს ჰქონოდა სასჯელი, 20 000 დოლარი მოკრიფეს ყველა წყაროებიდან და ახლა ჩაუვარდნენ მექსიკურ ნარკოკარტელს ხელში.

ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, ახლა უნდა შეაგროვონ ფული ოჯახებმა, ეს კაცი გამოიყვანონ უკან და ალბათ დაკარგავენ სახლსაც და ყველაფერსაც, შეიძლება სიცოცხლესაც, ივანიშვილმა მოუწოდა მათ, წადით უცხოეთში, როგორ სძინავთ ამის შემდეგ, როცა უყურებს ამ ხალხს ივანიშვილი და მისი ხელქვეითები, როგორ არ აწუხებთ რაღაც ადამიანური, მართლა, ყველაფერს ხომ აქვს საზღვრები”, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...