მთავარისიახლეები"არავინ არ არის გატაცებული" -დარჩიაშვილი მექსიკაში მყოფ ქართველებზე

“არავინ არ არის გატაცებული” -დარჩიაშვილი მექსიკაში მყოფ ქართველებზე

Published on

საგარეო საქმეთა მინისტრი მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს. ილია დარჩიაშვილი ამტკიცებს, რომ მექსიკის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეები არ გაუტაცებიათ და ტყვეობაში არ არიან.

“ნუ, აყენებთ ადამიანებს ისეთ მდგომარეობაში, რომელმაც შეიძლება რაღაც გაურკვეველი პროცესები გამოიწვიოს. არავინ არ არის გატაცებული. თუკი ნებისმიერი ადამიანს, რომელიმე ადამიანს, ეს იქნება მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დაჭირდება ჩვენი, თითოეული დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, გავაგრძელებთ მომავალშიც და მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი და, ნუ, შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები [შეცდომაში]. ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, ჩვენ მათთან ვმუშაობთ. თუკი მათ აქვთ ამის საჭიროება, რომ თითოეული, ასე ვთქვათ, მათ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ მომავალში,” – ამბობს დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაცია 16 მარტს გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, 30-მდე ქართველი, რომელიც მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლას ცდილობდა, მექსიკური ნარკოკარტელის ტყვეობაში აღმოჩნდა. გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ. “მთავარს” ერთ-ერთი გატაცებულის ახლობელი უყვებოდა, რომ გამოსასყიდის ნაწილი უკვე შეგროვდა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ვინ აგროვებს თანხას.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 მარტს განაცხადა, რომ მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევდნენ და მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან საელჩო კავშირზე იყო. მას შემდეგ უწყებას ჩვენთვის დამატებითი ინფორმაცია არ მოუწოდებია და არც განცხადება გაუვრცელებია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...