მთავარისიახლეები"ანსამბლი "ფესვები" გზიდან გააბრუნეს, თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა... თუ...

“ანსამბლი “ფესვები” გზიდან გააბრუნეს, თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა… თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, არ ვიცი, ამას რა ჰქვია” – ზურაბიშვილი

Published on

“ანსამბლი “ფესვები” გზიდან გააბრუნეს, თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა… თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, არ ვიცი, ამას რა ჰქვია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში, მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოზე განაცხადა და დამსწრეებს ურჩია თავად მიმხვდარიყვნენ “საიდან მოვიდა მითითება”.

“ძალიან სამწუხარო არის, რომ ის ანსამბლი, რომელიც უნდა ჩამოსულიყო აჭარიდან “ფესვები” და რომელიც დღეს ჩვენთან უნდა ყოფილიყო, გზიდან გააბრუნეს, იმიტომ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის აქ მოღვაწეობა. თქვენ თვითონ იფიქრეთ, საიდან მოვიდა მითითება და რას ნიშნავს ეს. თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რა ჰქვია. სამწუხარო არის და მე მინდა მათ ჩემი სახელით, ბოდიში მოვახსენო იმისთვის, რომ გზიდან გააბრუნეს, ამ ფორმით და მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში, დღეს, ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მაინც გვექნება საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვა ანსამბლი – “მარგალიტი” და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ შემოგვიერთდნენ და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან სასიამოვნო და ღირსშესანიშნავი საღამო გვექნება.” – განაცხადა ზურაბიშვილმა

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...