მთავარისიახლეებისამართალიშაქრო კალაშოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

შაქრო კალაშოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

Published on

კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი (“შაქრო მოლოდოი”), რომელსაც 2018 წელს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, УДО-ს (მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა) საფუძველზე გაათავისუფლეს – დადგენილება უსტ-ლაბინსკის სასამართლომ მიიღო, რომელმაც 70 წლის ზახარ (შაქრო) კალაშოვის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შემოსული მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

სავარაუდოდ, ეს იმიტომ მოხდა, რომ შაქრო კალაშოვი, რომელსაც რუსეთში №1 “კანონიერ ქურდსაც” უწოდებენ, მხარს უჭერდა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერში” მსჯავრდებულთა შესვლას, რადგან სწორედ ამ პროცესის წარმატებაზე იყო დამოკიდებული, გაათავისუფლებდნენ თუ არა მას ვადამდე პირობითი მსჯარით, რაც მოხდა კიდეც. 

შაქრო კალაშოვს 10 წლიანი სასჯელი 2018 წელს მიუსაჯეს,ბრალად კი მოსკოვის რესტორნის Elements-ის მფლობელ ჟანა კიმისთვის თანხის გამოძალვის ორი ეპიზოდი წაუენეს. 

სხვათა შორის, 2021 წელს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პოლკოვნიკი ალექსეი კრამარენკო დააკავეს და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, შაქრო კალაშოვისგან ქრთამის აღების ბრალდებით. 2023 წელს კრამარენკო უკრაინაში გაგზავნეს და ის იქ დღემდე რუსეთის მხარეს იბრძვის. 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...