მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის უკრაინის ამბებზე - მოკლედ

რა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის უკრაინის ამბებზე – მოკლედ

Published on

◻️ აფეთქებები რუსეთში, ვორონეჟსა და რიაზანში: ამ უკანასკნელში ნავთობბაზა იწვის, ვორონეჟის ოლქში კი, რუსი პროპაგანდისტების ცნობით, რამდენიმე ათეული უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

◻️ ცნობილია, რომ უკრაინული დრონები ვორონეჟთან მტრის აეროდრომს უტევდნენ, შედეგებზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

◻️ უკრაინული დრონები წუხელ რუსეთის ქალაქ ვოლგოდონსკსაც უტევდნენ.

◻️კრივოი როგზე, მირნგოროდსა და სუმის ოლქის დასახლებებზე ოკუპანტების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, დაზიანებულთა შორის ბავშვებიც არიან.

◻️პროპაგანდისტ დიმიტრი კისელევთან საუბარში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ “მათთან, ვისაც ცხვირი კოკაინში აქვთ ჩარგული”, მოლაპარაკება უფრო ადვილია, ვიდრე ჭკვიან და საშიშ ადამიანებთან, რომლებიც საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედებენ.

◻️ აშშ უკრაინისთვის $400 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს.

◻️ევროკავშირი უკრაინისთვის €5 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას უახლოეს მომავალში აპირებს.

◻️ევროკავშირმა სანქციები მოუხსნა “იანდექსის” თანადამფუძნებელსა და “ღამის მგლების” ერთ-ერთ ხელმძღვანელს.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...