მთავარისიახლეებიპოლიტიკაარავის არ გადმოგცემთ - ოლექსანდრ გონჩარენკო საქართველოს ხელისუფლებას პასუხობს

არავის არ გადმოგცემთ – ოლექსანდრ გონჩარენკო საქართველოს ხელისუფლებას პასუხობს

Published on

უკრაინელი პოლიტიკოსი ოლექსანდრ გონჩარენკო საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას პასუხობს ზურაბ ადეიშვილის ექსტრადიციაზე და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არავის გადასცემენ მანამ, სანამ “ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებიც რუსულ თამაშს თამაშობენ”:
რა თქვა გონჩარენკომ:
“პასუხი საქართველოს ხელისუფლებას, მე ვარ ალეკო გონჩარენკო მე იქ კარგად მიცნობენ. მე ვარ ალეკო გონჩარენკო ოდესიდან. გამარჯობა, მე მინდა გიპასუხოთ.
საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ყველაფერი მარტივადაა – საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, საბოლოოდ მოიშოროს ხალხი, ვინც რუსეთთან ფლირტშია, რადგან საქართველო რუსეთისგან უკრაინაზე არანაკლებ დაზარალებულია, ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ჩვენ ერთად უნდა გავანადგუროთ ეს იმპერია.
არ გვჭირდება ვინმეს ვთხოვოთ ომში ჩართვა, მათ ეს თემად აქვთ ქცეული, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. არავინ ამის გაკეთებას არ აპირებს.
არავის არ გადმოგცემთ იქამდე, ვიდრე ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ფაქტიურად რუსეთის თამაშს თამაშობს.
არავის გადმოგცემთ და მითუმეტეს იმ ადამიანებს, რომლებიც დასახელდა, რადგან ისინი საუკეთესო ქართველები არიან, რომლებიც როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, ეს ხალხი ქვეყანაში დაბრუნდება ისევე როგორც ის მოხალისეები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან.
ბევრი ქართველი იბრძვის და მათ შორის ეს ხალხიც, იმიტომ რომ უყვართ თავისი ქვეყანა განსხვავებით იმათგან, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს”, – აცხადებს გონჩარენკო. 

სიახლეები

თავი აწიეთ და იარეთ ამაყად, სწორ მხარეს ვართ – ონისე ცხადაძის საბოლოო სიტყვა

აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. ბრალდებულები მოსამართლეს...

ნუღა აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში იღებთ მონაწილეობას -ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეებს

„ერთი რამ მაინტერესებს, ვერ ვხვდები, თუ ამ ადამიანებს არ დაუმტკიცდათ ორგანიზება ამდენი თვის განმავლობაში...

“საქართველოს ანტიამერიკული შემობრუნება” – აშშ-ის ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს მოსმენას გამართავს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს გამართავს მოსმენას თემაზე - „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული შემობრუნება“....

თბილისსა და აჭარაში 3 კგ “მეტადონი” და სხვადასხვა აბები ამოიღეს

შსს-ს ინფორმაციით, თბილისსა და აჭარაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 4 პირი...