მთავარისიახლეებისაზოგადოებანუღა აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში იღებთ მონაწილეობას -ანდრო...

ნუღა აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში იღებთ მონაწილეობას -ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეებს

Published on

„ერთი რამ მაინტერესებს, ვერ ვხვდები, თუ ამ ადამიანებს არ დაუმტკიცდათ ორგანიზება ამდენი თვის განმავლობაში მაშინ რა გვინდა ციხეში?”- ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, აბდრო ჭიჭინაძემ სასამართლოს.

11 დემონსტრანტი სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს. ამის შემდეგ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი იტყვის, როდის გამოაცხადებს განაჩენს. არ არის გამორიცხული, განაჩენი დღესვე გამოცხადეს
მინდა მივმართო პროკურორებს და ისე თქვენ მოსამართლევ. ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემს მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით, თუმცა ამ პატიებას მოსდევს თხოვნა თქვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ, გვესმის, რომ იარაღი ხართ და არა გადაწყვეტილების მიმღები, თხოვნაა – ნუღა აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში იღებთ მონაწილეობას. რა ჯანდაბა არის ეს პროტესტი? რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი არის შინაგანი შეგრძნება. შეიძლება უცნაურად ჯღერდეს, 12 წლის ასაკში, როცა სანდრო გირგვლიანი მოკლეს, ჩემი ოჯახის ახლობელი, ერთ-ერთი მიზეზი და გაურკვევლობა უკავშირდებოდა იმას, რომ როცა მაღალჩინოსნები არ ისჯებოდნენ, ვერ ვხვდებოდი რატომ და მეორე იყო, რატომ არ გამოხატავდა საზოგადოება პროტესტს საკმარისად?
ამას აქვს მარტივი პასუხი და ჰქვია შიში, მთავარი მიზეზი იყო შიში. ზუსტად ამ პერიოდში დავპირდი საკუთარ თავს ბავშვურად, რომ ნებისმიერ რამეს რაც საჭირო იქნება ვიტყვი და არ შემეშინდება, ჩემს მტერს ჩემს თავზე არ გავამარჯვებინებ მეთქი, ამის შემდეგ ბევრჯერ დავმარცხდი და ბევრჯერად გავიმარჯვე და ეს ბრძოლა გაგრძელდება ყოველთვის.იმ პერიოდის მერე ძალიან ბევრჯერ გახდა საჭირო საკუთარი აზრის გამოხატვა ქუჩაში თუ სხვა ფორმით, როგორც წინა ისე ახლანდელი ხელისუფლების დროს”- მიმართა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლესა და საქმის პროკურორებს.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...