ზუგდიდში, ღარიბაშვილის პარტიულ აქტივთან შეხვედრის პარალელურად, საბანკო სისტემის წინააღმდეგ აქცია იმართება

0
76

ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზუგდიდში, პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს ხვდებიან.

პარალელურად, ორგანიზაცია “ხმა ერისა, გზა ხსნისას” წევრები ხელოვნების და კულტურის განვითარების ცენტრთან საბანკო სისტემის წინააღმდეგ აქციას მართავენ. ისინი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა “ოცნების” თავმჯდომარე მათ არ შეხვდა.

ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა ბანკების მიერ სესხებზე პროცენტი დაწევა და ჯარიმების ჩამოწერაა. ასევე, გამოსახლებების შეჩერება.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.

წინა სტატიაგორში მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა – დახმარებას 20 ოჯახი ითხოვს
შემდეგი სტატიაუკრაინაში “ქართული ლეგიონის” ორი მებრძოლი დაიღუპა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური