მთავარისიახლეებისაზოგადოებათელავის სკოლაში მშობელმა შვილის თანასკოლელს სცემა

თელავის სკოლაში მშობელმა შვილის თანასკოლელს სცემა

Published on

თელავის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა შვილის თანასკოლელს სცემა. მომხდარს წინ უსწრებდა კონფლიქტი მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შორის, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანის დედამ საქმეში ჩარევა გადაწყვიტა, სკოლაში მივიდა და მეორე ბავშვს ფიზიკურად გაუსწორდა.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ფეხბურთის გამო დაუპირისპირდნენ, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. მომხდარის დეტალები კი, მე-5 კლასის მოსწავლემ დედას აცნობა. ამის შემდეგ ქალი სკოლაში მივიდა და მე-7 კლასელს ფიზიკურად გაუსწორდა. ბავშვზე ძალადობა ვერც მანდატურის სამსახურმა და ვერც დირექციამ აღკვეთა.

კლასის ხელმძღვანელმა სამართალდამცავებს მიმართა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ორივე მხარე უკვე გამოიკითხა.

მომხდარზე დირექცია დუმს. დეტალების გასარკვევად ადგილზე მისულ “მთავარი არხის” ჟურნალისტს მათ კარი ჩაუკეტეს და პოლიცია გამოიძახეს.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...