მთავარისიახლეებისაზოგადოება1 წელი რუსული კანონის მიღებიდან და მარტის აქციებიდან

1 წელი რუსული კანონის მიღებიდან და მარტის აქციებიდან

Published on

დღეს, 7 მარტს, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებიდან და მარტის აქციებიდან ერთი წელი გავიდა.

რა მოხდა 2023 წლის მარტში – მივყვეთ ქრონოლოგიურად:

რუსულ კანონთან დაკავშირებით, თავდაპირველად, საზოგადოებას “ქართული ოცნების” რადიკალურმა ფრთამ, “ხალხის ძალამ” 14 თებერვალს ამცნო. თქვეს, რომ პარლამენტში დააინიცირეს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მოგვიანებით, ამ საკითხზე უკვე “ოცნების” ლიდერებიც ალაპარაკდნენ.

კანონპროექტის პროტესტი პარლამენტში 20 თებერვალს დაიწყო – მაშინ, როცა საკითხს ბიუროს სხდომაზე აინიცირებდნენ. ბიუროს ოთახთან მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ: “არა რუსულ კანონს”, “მედია ცოცხალი და დამოუკიდებელია”.

ორი მარტიდან “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვები დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მაშინ ყველა სხდომაზე იყო დაპირისპირება უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. “ოცნების” რამდენიმე ოპონენტს კომიტეტის დარბაზი ძალის გამოყენებითაც კი დაატოვებინეს. პარალელურად, აქციები მიმდინარეობდა შენობის გარეთ – პოლიციამ ამ დღეს აქციის 36 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა.

უკვე 7 მარტს, მოულოდნელად, ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” რუსული კანონპროექტის პირველ მოსმენაზე გატანას დაუგეგმავად იწყებდა.

ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, მოქალაქეები პარლამენტთან ისევ შეიკრიბნენ. პარალელურად, რუსული კანონი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღეს. აქციაზე კი სიტუაცია დაიძაბა – შსს-მ სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. 7 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით 66 პირი დააკავა.

რუსთაველის გამზირზე აქცია გაგრძელდა 8 მარტსაც – საღამოს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მომხდარი არეულობის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები ისევ დაარბია. ადგილზე იყვნენ ე.წ. რობოკოპები, იყენებდნენ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს.

საზოგადოებისა და ახალგაზრდების მკვეთრი პროტესტის შემდეგ, “ოცნების” ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია. 10 მარტს საპარლამენტო განხილვისას, “ოცნებამ” ერთი კანონპროექტი უკან გაიწვია, მეორე კი სხდომაზე ჩააგდო.

მარტის აქციების შემდეგ, 29 მარტს დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც დღემდე პოლიტიკურ პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ლაზარეს ადვოკატები და ოჯახი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს.

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა
ამავე დროს, ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ ბრალდებულად ცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლემ მას გასული წლის 25 სექტემბერს 1,6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

სიახლეები

ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ ჰოსპიტალიზებულია

"ხარება" კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ტვ პირველმა გაავრცელა. გდდ-ის ხელმძღვანელს მხრის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს...

სანქცირებულმა გომელაურმა სანქცირებული თადუმაძე მოადგილედ დაინიშნა

რამდენიმე ქვეყნის მიერ, მათ შორის მაგნიტსკის სიაში მყოფმა ვახტანგ გომელაურმა სანქცირებული შალვა თადუმაძე მოადგილედ...

აშშ-მა უკრაინას $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას თითქმის $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარება გამოუყო - „ ვამაყობ, რომ ვაცხადებ დაახლოებით...

ევროპული ახალი წელი ზუგდიდში-31 დეკემბერს ზუგდიდში აქცია გაიმართება

ამბობენ, რომ ახალი წელი ის დღეა, რომელსაც შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად უნდა შეხვდე და...