მთავარისიახლეებისაზოგადოება"დააწერეთ ბიულეტენებზე "ნავალნი" - იულია ნავალნაია

“დააწერეთ ბიულეტენებზე “ნავალნი” – იულია ნავალნაია

Published on

ალექსეი ნავალნის ქვრივი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს 17 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატონ – ხმა მისცენ ნებისმიერ კანდიდატს გარდა პუტინისა, ან გააფუჭონ ბიულეტენები.

იულია ნავალნაია გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მისთვის იმედისმომცემი იყო ხალხის მისვლა ნავალნის დაკრძალვაზე:

“ჩვენ მაინც შეგვიძლია, ეს ე.წ. არჩევნები გამოვიყენოთ პუტინის წინააღმდეგ და ჩვენი მიზნების მისაღწევად. თავად ალექსეიმ მოასწრო ჩვენთვის ეთქვა, როგორ გავაკეთოთ ეს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არჩევნების დღე, ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ და ბევრნი ვართ, რომ ჩვენ ვართ ნამდვილი, ცოცხალი, რეალური ადამიანები და ვართ პუტინის წინააღმდეგ. უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე ერთ დღეს და ერთ დროს, 17 მარტს, შუადღეს. თქვენი ასარჩევია, რა გააკეთოთ შემდგომ. შეგიძლიათ, ხმა მისცეთ ნებისმიერ კანდიდატს, პუტინის გარდა, შეგიძლიათ, გააფუჭოთ ბიულეტენი, შეგიძლიათ, დააწეროთ მსხვილად “ნავალნი”.

ეს არ არის არჩევნები, პუტინი არ იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის. 17 მარტს, შუადღეს, ჩვენ შეგვიძლია, მივიდეთ და ერთმანეთი დავინახოთ, დავინახოთ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენ ძლიერები ვართ” – ამბობს ნავალნაია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართება.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...