მთავარისიახლეებიმსოფლიომის მიერ დამზადებული შხამი სუიციდის 130-მდე მსურველს გაუგზავნა - BBC-ის გამოძიება

მის მიერ დამზადებული შხამი სუიციდის 130-მდე მსურველს გაუგზავნა – BBC-ის გამოძიება

Published on

BBC-ის რეპორტიორებმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და გამოავლინეს უკრაინელი ლეონიდ ზაკუტენკო, რომელიც, დიდ ბრიტანეთში მინიმუმ, 130 ადამიანის თვითმკვლელობასთანაა კავშირში.

ზაკუტენკოს ჟურნალისტებმა კიევში მიაგნეს და შეკითხვები იმ დროს დაუსვეს, როცა ის ფოსტის განყოფილებიდან გამოვიდა, ჟურნალისტებს კი საკონტროლო შესყიდვის ამანათის კოდი ტელეფონზე მიუვიდათ.

შეკითხვაზე, რატომ ჰყიდის სიკვდილს, ზაკუტენკომ უპასუხა: “არ მესმის, რაზე ლაპარაკობთ!..” და იქაურობას გაერიდა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ლეონიდ ზაკუტენკო ის პირია, რომელიც ინტერნეტპლატფორმაზე დარეგისტრირებულია ერთერთ ჯგუფში, სადაც პოტენციური თვითმკვლელები არიან გაერთიანებული და ერთმანეთს ამ კუთხით მათთვის ცნობილ ხერხებს უზიარებენ.

ზაკუტენკოს საკონტაქტო ნომერი ბევრ მათგანს აქვს, სწორედ მათი დახმარებით მოიპოვეს ის ჯგუფში გამოძიების მიზნით გაერთიანებულმა ბიბისელებმაც, რის შემდეგაც ზაკუტენკოს მისწერეს, რომ სასიკვდილო დოზა სჭირდებოდათ, რათა სწრაფად და უმტკივნეულოდ მომკვდარიყვნენ.

BBC წერს, რომ სულ რამდენიმე ათეული ფუნტი სტერლინგის საფასურად მათ გამოუგზავნეს ამანათი, რომ,ელშიც შხამი იდო. სწორედ ამ შხამს უწევდნენ რეკომენდაციას სუიციდით დაინტერესებული ფორუმელები.

შხამს ზაკუტენკო ამზადებდა, მისი ძირითადი კომპონენტი კი იყო პრეპარატი, რომლის ყიდვა აფთიაქში ურეცეპტოდ და ძალიან იაფად შეიძლება.

ამ პრეპარატის სახელს BBC, ცხადია, არ აქვეყნებს, თუმცა, ცნობილია, რომ სიროფს ზაკუტენკო მხოლოდ მისთვის ცნობილ საიდუმლო ნარევს უმატებდა და ხელახლა ლუქავდა.

პრეპარატში შხამის დაბალი კონცენტრაციის გამო, ნებისმიერი ამანათი, სადაც ზაკუტენკო შხამს დებდა, ყველანაირ შემოწმებას გადიოდა და ადრესატამდე დაუბრკოლებლად მიდიოდა. 2020 წლის შემდეგ, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ამ გზით ზაკუტენკო თვითმკვლელობაში დაეხმარა 133 ადამიანს.

–

BBC-ის რეპორტაჟის ფრაგმენტი ნახეთ ტვ ოდიშის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...