რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 2 ადამიანი

0
95

უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს სუმის ოლქის ერთ-ერთ თემზე, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა კერძო საცხოვრებელი სახლი.

სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, რომ მტერმა თავდასხმისას საჰაერო მართვადი ბომბები გამოიყენა.

“რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ ჩაიდინეს საშინელი დანაშაული სუმის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 26 თებერვლის 02:15 საათზე ავიაიერიში განხორციელდა იუნაკოვის თემზე. მტერმა გამოიყენა მართვადი საჰაერო ბომბები. დაფიქსირდა 4 აფეთქება. ავიადარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – წყვილი, რომელიც სახლში იმყოფებოდა. დაინგრა ერთი კერძო საცხოვრებელი, დაზიანდა 5”, – ნათქვამია განცხადებაში.

წინა სტატიაგარდაიცვალა ჟურნალისტი და ეთნოგრაფი, პოეტ ალიო ქობალიას შვილი, ნონა ქობალია
შემდეგი სტატიაჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური