“ფულის გათეთრების” საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო

0
98

“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტრასბურგის სასამართლომ განხილვაში მიიღო მისი და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამართლდნენ, დარჩენილი იყო ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რაცა მათ სტრასბურგში გაასაჩივრეს.

“სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო.

ბიძინა, მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი და ვინ იყენებს ქართულ სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის და პირადი მიზნებისთვის”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

წინა სტატიაკანონპროექტის მიხედვით პოლიტიკური თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ
შემდეგი სტატიაახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ – ნინო ლომჯარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური