მთავარისიახლეებიმსოფლიოBloomberg - ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხის განსახილველად კონგრესის ლიდერებს შეხვდება

Bloomberg – ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხის განსახილველად კონგრესის ლიდერებს შეხვდება

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში კონგრესის ლიდერებს, მათ შორის პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, შეხვდება, რათა ხელი შეუწყოს უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა სამშაბათს გაიმართება და მისი მიზანია მოკავშირეებისთვის, მათ შორის უკრაინისთვის, მილიარდობით დოლარის გადაუდებელი დახმარების გახსნა და აშშ-ის მთავრობის დახურვის თავიდან აცილება.

„პრეზიდენტი ბაიდენი განიხილავს ეროვნული უსაფრთხოებისა და მთავრობის ღიად შენარჩუნების შესახებ ორპარტიული დოკუმენტის სწრაფად მიღების აუცილებლობას“, – აღნიშნულია თეთრი სახლის პრესრელიზში.

ჯონსონის ოფისმა ასევე დაადასტურა, რომ სპიკერი შეხვედრაზე დასწრებას გეგმავს. მასში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი, სენატის უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი და წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი.

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...