ჩვენი უკომპრომისო და ვაჟკაცური წინააღმდეგობა გრძელდება – ვალერი ზალუჟნიმ უკრაინელებს მიმართა

0
265

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი ვალერი ზალუჟნი ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის გასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ომში უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია. ყოფილმა სარდალმა ასევე, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იარაღით ხელში უკრაინას იცავს, ხოლო ქვეყნის თავისუფლებისთვის დაცემულთა ხსოვნას პატივი მიაგო:                                                                                                                                                   “შარშანწინ, 24 თებერვალს, ასეულ ათასობით უკრაინელი არ შეუშინდა რუსულ სარაკეტო დარტყმებს, საბრძოლო ტექნიკის უსასრულო კოლონებს და დაიძრა მოხალისედ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
სწორედ უკრაინის მოქალაქეების ვაჟკაცობისა და თავგანწირვის შედეგია ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ და გავუძელით, მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა, ამ წუთას, ბრძოლის ველზეა და ქვეყანას იცავს.
მადლობა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინის არმიას. ვისაც ახსოვს, სწამს, ლოცულობს და გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებს.
მარადიული ხსოვნა მეომრებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას.
მე მჯერა და ზუსტად ვიცი – ჩვენ გავიმარჯვებთ!
დიდება უკრაინას!”, – ასე მიმართა ზალუჟნიმ თანამოქალაქეებს და გენერალური შტაბის ასევე ყოფილ უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი შაპტალასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

წინა სტატიასამედიცინო მიმართულებით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე გიგა ფაფალია დაინიშნა.
შემდეგი სტატიაზელენსკის ინტერვიუ FOX NEWS-თან, წინახაზის სიახლოვეს | ძირითადი თემები და ციტატები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური